Tax Free

გაზიარება

 

Tax Free-ის პირობები 

 

  • Tax Free-ით სარგებლობისთვის,  უნდა მიმართოთ iTechnics-ის ფილიალებს;
  • იმისათვის რომ უფლება გქონდეთ მოითხოვოთ გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება, უნდა იყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქე;
  • დღგ-ის თანხის დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება პროდუქციაზე და არა მომსახურებაზე;
  • პროდუქცია უნდა შეიძინოთ იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღ-ის თანხის დაბრუნდების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება და საქონლის მიწოდება უნდა იბეგრებოდეს დღგ-თი;
  • შესყიდვის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 200 ლარს ერთი ქვითრის მიხედვით;
  • ნაყიდი საქონელი უნდა იყოს განკუთვნილი ქვეყნიდან გასატანად;
  • დღგ-ის თანხის დაბრუნებას არ ექვემდებარება მალფუჭებადი პროდუქცია, სატრანსპორტო საშუალება, ოქრო (რომლის მასაც აღემატება 125 გრამს და რომელიც არ არის წარმოდგენილი სამკაულის (ნაკეთობის) სახით), ძვირფასი ქვები, საქონელი, რომლის გატანა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას, საქართველოს კანონმდებლობით დღგ-ისაგან გათავისუფლებული პროდუქცია;
  • პროდუქციის გატანა უნდა მოხდეს ყიდვიდან არა უგვიანეს სამი თვისა;
  • პროდუქცია უნდა იყოს მოთავსებული სპეციალურ დალუქულ პარკში, რომელშიც გამყიდველი ჩადებს პროდუქციას და ლუქის სიმთელე იქნება შენარჩუნებული;
  • თქვენ უნდა იქონიოთ დღგ-ს თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი;
  • დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალურ ქვითარში ასახული საქონელი სრულად უნდა იქნეს გატანილი საქართველოს ტერიტორიიდან.

 

როგორ მოვითხოვოთ დღგ

 

  • ვიდრე ჩააბარებთ ბარგს, მიაკითხეთ ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შესაბამის ოფისს ქვეყნიდან გასვლის ბოლო პორტალში და წარუდგინეთ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს (ოფიცერს) დღგ-ის თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითარი, პასპორტი და ბილეთი;
  • ხელთ გქონდეთ ნივთები, რომლებზეც დღგ-ს ითხოვთ, ვინაიდან ოფიცერს აქვს უფლება ფიზიკურად დაათვალიეროს ისინი;
  • ოფიცერი ბეჭედს დაარტყამს ქვითარს დასტურის ნიშნად და ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ ბარგი და გაიაროთ საპასპორტო კონტროლი;
  • თქვენ შეგიძლიათ ნაღდი ფულის სახით ანაზღაურების მიღება ბანკში მას შემდეგ, რაც გაივლით საპასპორტო კონტროლს ან მოითხოვოთ თანხის გადარიცხვა თქვენს ანგარიშზე, რომელიც დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 30 დღისა.