საგარანტიო პირობები
გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავის არიდების მიზნით, გთხოვთ გულდასმით გაეცნოთ აიტექნიკის მიერშემოთავაზებულ საგარანტიო პირობებს.
საგარანტიო პირობები
- საგარანტიო მომსახურება ფარავს ოფიციალური ბრენდის მიერ დადგენილ პირობებს.
- საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო შეკეთებას საგარანტიო პერიოდში.
- გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ტექნიკური წუნით (არაპროგრამული).
- Apple-ის ოფიციალურ ტექნიკას (iPhone, iPad, MacBook, iMac) და ოფიციალურ აქსესუარებს (Apple Watch, Airpods, Beats, Marshall) გარანტია აქვს 12 (თორმეტი) თვე.
- შეძენიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში ტექნიკური წუნის აღმოჩენის შემთხვევაში მყიდველმა ნივთი და კომპანიააიტექნიკსის მიერ ბეჭდით დამოწმებული საგარანტიო ბარათი, უნდა წარადგინოს iTechnics - ის მთავარ სერვის ცენტრში.
- iTechnics დამატებით გაძლევთ 1 წლიან გარანტიას ტექნიკაზე - MacBook, iPhone, iPad, iMac, Watch - რომლის განმავლობაშიცმომხმარებელი ისარგებლებს 40%-მდე ფასდაკლებით iTechnics - ის მთავარ სერვის ცენტრში;
- აიტექნიკის მიერ შექმნილი საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი - ,, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონში ‘’ გაწერილი პირობების გათვალისწინებას: გაყიდვის შემდგომტექნიკური წუნის მქონე პროდუქტის წუნდებული ნაწილის უსასყიდლოდ შეკეთებას ან შეცვლას.
- iTechnics-ის სერვის ცენტრში წარმოდგენილი ტექნიკა:
- iPhone, iPad, MacBook, iMac,Watch - შეძენიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში აღმოჩენილი ტექნიკური წუნისშემთხვევაში, იცვლება ახლით (იცვლება მხოლოდ ტექნიკა და არა სრული კომპლექტაცია), დიაგნოსტირებისშემდგომ 30 სამუშაო დღის ვადაში; შეძენიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში იცვლება მხოლოდ წუნდებულიდეტალი, დიაგნოსტირების შემდგომ 30 სამუშაო დღის ვადაში;
- AirPods, Beats - შეძენიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში იცვლება მხოლოდ წუნდებული დეტალი, დიაგნოსტირების შემდგომ 30 სამუშაო დღის ვადაში;
- Marshall - შეძენიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში იცვლება ახლით (ტექნოლაინის დასკვნის საფუძველზე), დიაგნოსტირების შემდგომ 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, თუ არ არის საჭირო მისი იმპორტირება, ხოლო 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში ქარხნული წუნის დადასტურების შემთხვევაში, წუნდებული დეტალი იცვლებაახლით დიაგნოსტირების შემდგომ 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში;
- მოცემული პირობები ვრცელდება მხოლოდ კონკრეტულ ტექნიკაზე და არა კომპლექტაციაზე;
- დიაგნოსტირებისთვის საჭიროა 2-7 სამუშაო დღე.
- იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა დაზიანებული ნაწილის შეკეთება, წუნდებული ტექნიკა - MacBook, iPhone, iPad, iMac, Marshall იცვლება ახლით დიაგნოსტიკიდან 30 დღის განმავლობაში. Marshall-ის შემთხვევაში, ნივთის ახლით ჩანაცვლებახდება, ტექნოლაინის დასკვნის საფუძველზე;
- საგარანტიო მომსახურების მისაღებად საგარანტიო ბარათზე აუცილებელია მითითებული იყოს შემდეგი ინფორმაცია: ტექნიკის დასახელება, სერიული/იმეი კოდი, მყიდველის ვინაობა, შეძენის თარიღი, გამყიდველი კომპანიის ბეჭედი, პასუხისმგებელი თანამშრომლის და მყიდველის ხელმოწერები. წინააღმდეგ შემთხვევაში ტექნიკაზე გარანტია არვრცელდება;
- სერვის ცენტრი ვალდებულია შეაკეთოს დაზიანებული ტექნიკა საგარანტიო ბარათში მითითებული პირობებისშესაბამისად;
- გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ქარხნული წუნით;
- სერვის ცენტრი უფლებას იტოვებს, უარი განაცხადოს საგარანტიო მომსახურების გაწევაზე ისეთ ნივთებზე რომლებიც დიაგნოსტირებისას აღმოჩნდება, რომ პროდუქტის დაზიანება/გაუმართაობა გამოწვეულია, შენახვის, ექსპლუატაციისან/და სხვა პირობების დარღვევით. აღნიშნული შენახვა მოვლის ვადები განსაზღვრულია პროდუქტის მწარმოებელიორგანიზაციის საგარანტიო პირობებით.
წუნდებული პროდუქციის ახლით ჩანაცვლება ხდება, თუ:
- ნივთს გახსნისთანავე (ყიდვის მომენტში) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი (აუცილებელია ნივთის ვიზუალურიდათვალიერება ყიდვის მომენტში კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით);
- Apple-ის ტექნიკა შეძენიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში აღმოაჩნდა ქარხნული დეფექტი, მყიდველმა დაზიანებული ნივთიაღნიშნულ ვადაში უნდა წარადგინოს iTechnics-ს სერვისცენტრში. თუ სერვისცენტრი დასკვნით დაადასტურებს ქარხნულდეფექტს, ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ დადგენილი წესით - თუ პროდუქტის პირვანდელი სახე დაზიანებებისგარეშეა შენარჩუნებული და აღნიშნულ ვადაში პროდუქტი წარმოდგენილია სრული კომპლექტაციითა დადაუზიანებელი ყუთით;
- ნივთი ვერ შეკეთდა რეკომენდირებულ სერვის ცენტრში მიტანიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ დადგენილი წესით, მომსახურე სერვის ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისიტექნიკური დასკვნის საფუძველზე;
გარანტია არ ვრცელდება:
- ოპერაციული სისტემის, პროგრამული უზრუნველყოფის ნებისმიერ დაზიანებაზე;
- ტექნიკაზე რომელიც ფიზიკურად არის დაზიანებული, მაგალითად: გაკაწრული,გაბზარული, ჩაჭყლეტილი, დამწვარი,დამდნარი, დეფორმირებული, გატეხილი, ასევე სითხით გამოწვეულ დაზიანებებზე, მათ შორის იმ შემთვევაში თუ მოდელის სპეციფიკაციაში მითითებულია დაზიანების საწიინააღმდეგო ფუნქციის არსებობა.
- თუ მომხმარებელი ვერ წარმოადგენს საგარანტიო ბარათს ან მასზე მოცემული რომელიმე ინფორმაცია გადასწორებულია;
- თუ დარღვეულია ექსპლოატაციის ან საგარანტიო პირობები, არ იკითხება IMEI ან სერიული ნომერი და ვერ ხდება იდენტიფიცირება;
- თუ დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის ბრალეულობით: ტექნიკაზე სითხის, ორთქლის, ქიმიური ნაერთების ან სხვასახის უცხო სხეულების მოხვედრის, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის არასწორად გამოყენების შემთხვევაში;
- ტექნიკაზე, რომელზეც ახსნილია ქარხნულად არსებული პლომბი, გახსნილია ან შეკეთებულია თვითნებურად სხვა სერვისცენტრის მიერ, ან შეინიშნება გარეგნული/შიდა დაზიანება რემონტის თუ სხვა სახის ჩარევის გამო;
- თუ დაზიანება გამოწვეულია მაღალი ძაბვით/ელექტრო ენერგიის ჭარბი მიწოდებით;
- ტექნიკაზე სითხის მოხვედრის შედეგად მიყენებულ დაზიანებაზე, მათ შორის იმ შემთხვევაში თუ მოდელის სპეციფიკაშიმითითებულია დაზიანების საწინააღმდეგო ფუნქციის არსებობა (ტექნიკის შხეფგამძლეობა);
- ტექნიკის ეკრანზე, თუ დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის მიერ;
- ტექნიკის: USB კაბელზე, დამტენზე და ყურსასმენზე.
- თუ აქსესუარს სასიცოცხლო ვადა (მწარმოებლის მიერ) გასული აქვს მაშინ მისი შეცვალა არ ხდება.
მომხმარებელი ვალდებულია:
- გაეცნოს ტექნიკის საგარანტიო პირობებს და ექსპლოატაციის პირობებს. ადგილზე შეამოწმოს ტექნიკა და მისიაქსესუარები, როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციონალურად;
- ნივთის ნაკლის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართოს სერვის-ცენტრს და არ გააგრძელოს ნაკლის მქონე ნივთისექსპლუატაცია;
- iPhone-ის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია სერვის ცენტრში ტექნიკის დატოვებისას გათიშოს Find My iPhone - ისფუნქცია;
- თუ მომხმარებელი უარს ამბობს ტექნიკის შეფუთვის გახსნაზე და ტექნიკის ვიზუალურ დათვალიერებაზე, ამ შემთხვევაშიკომპანია იხსნის პასუხისმგებლობას ტექნიკის ვიზუალურ მდგომარეობაზე.
- გამოიყენოს მხოლოდ ორიგინალი აქსესუარები (დამტენი, USB კაბელი და ა.შ);
- გამოიყენოს ელექტრო გაყვანილობა, რომელიც შეესაბამება საყოველთაო სტანდარტებს;
- ტექნიკური წუნის შემთხვევაში წარადგინოს შესაბამისი ტექნიკა კომპანიის მთავარ სერვის ცენტრებში. (თბილისი, ჭავჭავაძის #34 ს/ც პიქსელი, ბათუმი, გორგილაძის 88 ს/ც ბათუმი მოლი)
მომხმარებელს უფლება აქვს :
- საგარანტიო მომსახურება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი - ,, მომხმარებლების უფლებებისდაცვის შესახებ კანონში ‘’ გაწერილი პირობების გათვალისწინებას;
- თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა(საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან;
- თუ მომხმარებელმა პროდუქტის ნაკლი პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ პროდუქტის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება.
- პროდუქტზე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანიას 2 (ორი) წლის განმავლობაში ან ვარგისიანობის ვადისამოწურვამდე მიმართოს ნაკლის გამოსწორების, დაბრუნების, ან გაცვლის მოთხოვნით;
- მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
- საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
- მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულებისშესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
- მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.
- ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებულიზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- კომპანიას მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯსმოითხოვს.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
მტკიცების ტვირთი
- 2 (ორი) წლიანი სრული გარანტიის პირობებში თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაშიმიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლიარსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ესშესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი გამყიდველს ეკისრება.
- თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმისმტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.
- თუ ნივთის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ნივთს ნაკლი არ გააჩნია ან/და იგი არ ექვემდებარება საგარანტიომომსახურებას, კომპანიას არ ეკისრება არანაირი ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტირების) და ყველა დამატებით ხარჯს(ტრანსპორტირების და სხვა) გადაიხდის მომხმარებელი.
- ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- კომპანიას მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლისბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
- მიუხედავად ზემოთქმულისა გაცნობებთ, რომ მოცემული საგარანტიო პირობები არ ზღუდავს მომხმარებელს, რომ ისარგებლოს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით.
- თუ ნივთის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ნივთს ქარხნული წუნი არ გააჩნია ან/და იგი არ ექვემდებარება საგარანტიომომსახურებას,
- თუ სერვისცენტრი დასკვნით დაადასტურებს ქარხნულ დეფექტს, ნივთი შეიცვლება კომპანიის მიერ დადგენილი წესით - თუ პროდუქტის პირვანდელი სახე დაზიანებების გარეშეაშენარჩუნებული და აღნიშნულ ვადაშიპროდუქტი წარმოდგენილია სრულიკომპლექტაციითა და დაუზიანებელი ყუთით;
- ქარხნული წუნის დადგენასა და დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს შესაბამისიკვალიფიციური და სერვის ცენტრისაქართველოში.
iTechnics უფლებას იტოვებს, უარი განაცხადოს შესაკეთებელ ნივთზე, საგარანტიო მომსახურების გაწევაზე, თუ კი - შემოწმებისა და დიაგნოსტირების პროცესში გამოვლინდება, რომ ნივთის გაუმართაობა გამოწვეულია ექსპლუატაციის, შენახვის ან სხვა იმ პირობების დარღვევით, რაც განსაზღვრულია ნივთის მწარმოებელი ან სავაჭრო ორგანიზაციის საგარანტიო პირობებით. ასეთ შემთხვევაში კომპანიას არ ეკისრება არანაირი ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტირების) დაყველა დამატებით ხარჯს (ტრანსპორტირების და სხვა) გადაიხდის მომხმარებელი.
მომხმარებელთა საყურადღებოდ!
- მომხმარებლის მიერ გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ ნივთის გადმოცემასთან ერთად მათზე გადადის მისიშემთხვევით დაღუპვის (განადგურების), გაფუჭების ან დაზიანების რისკი იმ შემთხვევაშიც თუ, მას მომხმარებლისდავალებით გადამზიდავი აგზავნის. ხსენებული რისკები მომხმარებელზე გადავა ნივთის გადამზიდავისთვისმიწოდების მომენტიდან.
- მომხმარებელმა უნდა დაიცვას ნივთის მწარმოებლის მიერ შემუშავებული ექსპლუატაციის წესები თანდართულიინსტრუქციის შესაბამისად სხვა შემთხვევაში კომპანიას საგარანტიო ვალდებულებები არ გააჩნია.
- საგარანტიო პირობები და წესები შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მომხმარებლის უფლებებისდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ზღუდავს აღნიშნული კანონმდებლობითგარანტირებულ მომხმარებლის არცერთ უფლებას.
- მომხმარებელი ვალდებულია Apple-ის ტექნიკა გააქტიუროს მხოლოდ საქართველოსტერიტორიაზე. წინააღმდეგშემთხვევაში Apple-ის სპეციალური სანქციებიდან გამომდინარედაეკისრება სრული პასუხისმგებლობა კომპანიაiTechnics-ის მიმართ მიყენებული ზიანისგამო.
საგარანტიო მომსახურების მისაღებად მიმართეთ აიტექნიკსის მთავარ სერვისცენტრს:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 34 ს/ც პიქსელი;
ქ. ბათუმი, გორგილაძის 88 ს/ც ბათუმი მოლი, ll სართული
Marshall-ის შერმთხვევაში - ქ. თბილისი, ცინცაძის ქუჩა N26, ტექნოლაინი და ქ. ბათუმი, გორგილაძის 88 ს/ც ბათუმი მოლი, ll სართული