უკან დაბრუნების პოლიტიკა

გაზიარება

ონლაინ შეძენილი პროდუქციისუკან დაბრუნების პოლიტიკა  

 

ვებგვერდზე შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა გადაცვალოს ან/და დააბრუნოს პროდუქცია 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, ტექნიკის შემთხვევაში აუცილებლად გაუხსნელ და გაუაქტიურებელ მდგომარეობაში, ხოლო სხვა დანარჩენ პროდუქციას შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს მისი პირვანდელი იერსახე და არ უნდა იყოს გამოყენებული. ამისათვის ეწვიეთ ჩვენს ფილიალებს ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - 2149090.   

 

უფრო დეტალურად იხილეთ ჩვენ ვებგვერდზე

 

ტერმინთა განმარტება:

 

  • დისტანციური ხელშეკრულება− ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის მხოლოდ დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, დისტანციური ნასყიდობის ან მომსახურების მიწოდების ორგანიზებული სქემის მეშვეობით და არ მოითხოვს მომხმარებლისა და მოვაჭრის ფიზიკურ თანაყოფობას. ამასთანავე, ხელშეკრულება დისტანციურ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა, თუ მომხმარებელი და მოვაჭრე ხელშეკრულების პირობებზე სარეწში შეთანხმდნენ და ხელშეკრულება დისტანციურად მხოლოდ ამის შემდეგ დაიდო; დისტანციურ ხელშეკრულებად არ ჩაითვლება აგრეთვე, თუ მომხმარებელი ვებგვერდის მეშვეობით დაჯავშნის ნივთს და წინასწარ გადაიხდის ნივთის ნასყიდობის ფასს, მაგრამ თანახმაა, რომ ხელშეკრულების პირობებზე საბოლოო შეთანხმება შედგეს მოვაჭრის სარეწში და მან მოვაჭრის სარეწში ჩაიბაროს ნივთი;
  • სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულება“ − ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის სარეწის გარეთ და მოითხოვს მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკურ თანაყოფობას; ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სარეწში ან დისტანციური კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით, დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა ხელშეკრულების დადების შესახებ ინდივიდუალური შეთავაზება უშუალოდ მიიღო მოვაჭრისგან სარეწის გარეთ, მოვაჭრისა და მომხმარებლის ფიზიკური თანაყოფობისას; ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ექსკურსიის დროს, რომელიც მოვაჭრის მიერ იყო ორგანიზებული საქონლის ან მომსახურების გაყიდვის ხელშეწყობისთვის ან ასეთ შედეგს იწვევს. სანოტარო ბიუროში სანოტარო მოქმედებების შესრულების შედეგად დადებული ხელშეკრულება სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებად არ მიიჩნევა;
  • მომხმარებელი“ - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც იძენს ან შემდგომ იყენებს საქონელს ან მომსახურებას უპირატესად პირადი მოხმარების მიზნით და არა სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის განსახორციელებლად.
  • მოვაჭრე − ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც მოქმედებს კომერციული საქმიანობის ფარგლებში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოქმედებს მოვაჭრის სახელით ან დავალებით;
  • ხანგამძლე მატარებელი − ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხანგრძლივ შენახვასა და უცვლელ რეპროდუცირებას ამ ინფორმაციის გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში.
  • საქონელი (შემდგომში „ნივთი“/“პრიდუქცია“) − ნებისმიერი მოძრავი ნივთი, აგრეთვე მასში განთავსებული ან/და ციფრული ფორმით გავრცელებული ქონებრივი სიკეთე (მაღაზიის მიერ ვებგვერდზე სარეალიზაციოდ განთავსებული საქონელი);
  • მაღაზია / ონლაინ მაღაზია – itechnics.ge;

 

ონლაინ/დისტანციურად შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება ეძლევა 14 დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს პროდუქტი, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე. თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე.

 

ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს iTechnics (შემდგომში - აიტექნიკი) გაუგზავნოს მას შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება რითიც მომხმარებელი გამოხატავს თავის ნებას.

 

 აღნიშნული ვადა აითვლება:

 

  • მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში - ხელშეკრულების დადებიდან;
  • ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში - მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;
  • მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;
  • საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში - მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან;

 

უკან დასაბრუნებელი პროდუქტის მდგომარეობა:

 

  • ნივთს უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული პირვანდელი სახე და უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც განხორციელდა მისი შეძენა (ლუქით, სპეციალური დამცავი შრეებით და ა.შ.);
  • ნივთის გარეგნული სახე არ უნდა იყოს შეცვლილი/დაზიანებული;
  • ნივთის დაბრუნების დროს პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი, მათ შორის ყუთიც და დოკუმენტი (თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ.).

სერვისცენტრში მიტანისას კომპანიის უფლებამოსილი პირი განახორციელებს ნივთის ვიზუალურ დათვალიერებას, იმ შემთხვევაში თუ მოხდება ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობა, კომპანიას უფლება აქვს უარი უთხრას მომხმარებელს ნივთის დაბრუნებაზე;

 

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:

 

ნივთის დაბრუნების მნიშვნელოვანი პირობაა რომ მას ჰქონდეს პირველადი სასაქონლო სახე, აგრეთვე შენარჩუნებული ჰქონდეს სამომხმარებლო თვისებები და ახლდეს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი და მათ შორის ყუთიც.

  • ვალდებულია წარმოადგინოს  და გამოაგზავნოს შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება, რომელიც ასახავს მის  გადაწყვეტილებას საქონლის დაბრუნების შესახებ შემდეგ მისამართზე თბილისი,ჭავჭავაძის 34, სერვისცენტრი, სადაც იქნება მითითებული შემდეგი ინფორმაცია :
    • მოვაჭრის სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი
    • შეკვეთის თარიღი
    • შეკვეთის მიღების თარიღი
    • მომხმარებლის სახელი
    • მომხმარებლის მისამართი
    • მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული)
    • ფორმის შევსების თარიღი

 

ნივთის დაბრუნების სყრვილის შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ფორმა: „დაბრუნების ფორმა

 

  • მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
  • გასწიოს მხოლოდ საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა.

 

 

აღნიშნული ფორმის ჩაბარების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდება დაუყოვნებლივ, ხანგამძლე მატარებელზე (ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხანგრძლივ შენახვასა და უცვლელ რეპროდუცირებას ამ ინფორმაციის გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში).

 

 

დასაბრუნებელი პროდუქტის ტრანსპორტირება

 

  • ნივთის დაბრუნების სურვილის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ნივთის მიტანა შესაბამის მისამართებზე _________________________, ან შესაძლებელია გამოიყენოს საკურიერო კომპანია და ისარგებლოს მიტანის სერვისით.
  • პროდუქტის ტრანსპორტირებაზე დაზიანების/გაფუჭების რისკი სრულად გადადის მომხმარებელზე;
  • მომხმარებელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ნივთის დაბრუნება და გასწიოს მობრუნებასთან დაკავშირებული სრული ხარჯები (მათ შორის და არამხოლოდ ტრანსპორტირებაც).

 

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები:

 

  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აიტექნიკი მომხმარებელს დაუბრუნებს სრულად მის მიერ გადახდილ თანხას ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში, თუ მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონელი დაბრუნებულია შეტყობინების გაგზავნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ შეძენილი საქონელი მომხმარებლის მიერ  არ არის დაბრუნებული, მომხმარებელს თანხა უკან არ დაუბრუნდება.
  • მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მას არ დაეკისრება არანაირი ხარჯის (მათ შორის, მიწოდების ხარჯის) გაწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელმა მოვაჭრის მიერ შეთავაზებული სტანდარტული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურება აირჩია ან საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან.
  • მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა).
  • კომპანია ვალდებული არ არის, მომხმარებელს დაუბრუნოს იმ დამატებითი ხარჯის ასანაზღაურებლად გადახდილი თანხა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ არასტანდარტული ან კომპანიის მიერ შეთავაზებული მიწოდების მომსახურებაზე უფრო ძვირი მიწოდების მომსახურების არჩევასთან.
  • ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრეგანხორციელდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება.
  • სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში, როდესაც საქონელი მომხმარებელს სახლში მიეწოდება, მოვაჭრე ვალდებულია საქონელი საკუთარი ხარჯით წაიღოს უკან, თუ, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია.
  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ან სარეწის გარეთ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

 

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

 

  • კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
  • მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;
  • ნივთი არ არის ვარგისი შემდგომი რეალიზაციისთვის (მაგ: გახსნილია და დარღვეულია მისი სარეალიზაციოდ წარსადგენი სახე);
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე არსებულ ცვლილებაზე, რომელსაც მოვაჭრე ვერ აკონტროლებს და რომელიც ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების განხორციელებისთვის ამ კანონით დადგენილ ვადაში წარმოიშვა;
  • მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;
  • მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;
  • მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;
  • ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომხმარებელმა მოვაჭრე გადაუდებელი სარემონტო/ტექნიკური მომსახურების გასაწევად გამოიძახა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ ვიზიტის ფარგლებში აღნიშნული მომსახურების მიღმა გაწეულ დამატებით მომსახურებაზე; მიწოდებულ იქნა დალუქული აუდიო- ან ვიდეოჩანაწერი ან პროგრამული უზრუნველყოფა და მისი ლუქი მიწოდების შემდეგ დაირღვა;
  • ხელშეკრულება საჯარო აუქციონის შედეგად დაიდო;
  • მას ციფრული შინაარსი მიეწოდა არამყარი მატარებლით, ხელშეკრულების შესრულება მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ ამით დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

 

14 დღის განმავლობაში დაბრუნების პირობა არ ვრცელდება ისეთ ნივთებზე, რომელთა სარეალიზაცო ფასი არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს.

 

წინამდებარე დოკუმენტი შედგენილიამომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი რეგულაციების მიხედვით