თანხმობა
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს „აიტექნიკი“-ს ს/ნ 404900531 (შემდგომში „კომპანია“ ან iTechnics) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ, მიერ iTechnics-ის პლატფორმის გამოყენებას.
წესების და პირობების თანხმობის ელექტრონულად მონიშვნით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით ვებგვერდზე განთავსებული საინფორმაციო გვერდებს:
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს. ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის კონფიდენციალური და არ ექვემდებარება მესამე პირისთვის გადაცემას (გარდა სატრანსპორტო კომპანიისა, რომელიც მოგაწვდით შეკვეთას და რომელიც აგრეთვე ვალდებულია დაიცვას ასეთი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა).
გთხოვთ, მანამ სანამ განახორციელებთ ჩვენს ვებგვერდზე რეგისტრაციას/ავტორიზაციას, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე დოკუმენტის წესებს და პირობებს, კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშრდით ნომერზე 0322149090 და შემდგომ განახორციელეთ ჩვენი პლატფორმით სარგებლობა.
მომხმარებლის რეგისტრაცია
ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის მომხმარებელი ავსებს შემდეგ საჭირო ინფორმაციას:
მხოლოდ ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდგომ შეგიძლიათ განახორციელოთ სასურველი პროდუქტის შეძენა.
მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.
რეგისტრაციის მომენტში აუცილებელია შეიყვანოთ და დააფიქსიროთ უტყუარი ზუსტი მონაცემები, იმ შემთხვევაში თუთქვენს პირად მონაცემებში, ცვლილებას ექნება ადგილი ვალდებულნი ხართ ასახოთ აღნიშნული ცვლილება.
მომხმარებლის ავტორიზაცია
მარკეტინგი:
iTechnics უფლებამოსილია კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობის მიზნით რეგისტრირებულ მომხმარებელებს გაუგზავნოს SMS შეტყობინებები და ელექტრონული წერილები.
ცვლილებები:
ხელშეკრულების მოქმედების ვადა/შეწყვეტა - დავების გადაწყვეტა
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულად ითვლება მომხმარებლის რეგისტრაციის მომენტიდან და ძალაშია ვალდებულების ჯეროვნად შესრულებამდე.
წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავის გადაწყვეტა წარმოებს მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით ურთიერთშეთანხმების მიღწევის მიზნით. მხარეთა შორის მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ერთიანი ხელშეკრულება:
წინამდებარე წესები და პირობები მომხმარებლებსა და კომპანიას შორის დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას პლატფორმის ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს პლატფორმასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.
საყურადღებო - რეგისტრაციის შემდგომ, თქვენთვის მონიჭებულ უნივერსალურ კოდებზე და პირად ინფორმაციებზე რაცსაჭიროა ავტორიზაციის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ხართ თქვენ, იმ შემთხვევაში თუ ის მოხვდება მესამეპირების ხელში კომპანია პასუხს არ აგებს დამდგარ შედგეზე;
გთხოვთ არ გაასაჯაროოთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი. კომპანია არიღებს პასუხისმგებლობასსხვა პირის მიერ მომხმარებლის სახელის და პაროლისგამოყენებაზე. იმ შემთხვევაში თუ, კომპანიისვებგვერდზე თქვენს მონაცემებს გამოიყენებს არაუფლებამოსილი პირი და/ან ისარგებლებს ჩვენიმომსახურებით, თქვენუნდა აცნობოთ კომპანიას, რათა მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები. მომხმარებელმაკომპანიას უნდა მიაწოდოს უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაცია, რათა კომპანიამ შეძლოს კანონითგათვალისწინებული ზომების მიღება თქვენი ინტერესების დასაცავად.
ვებგვერდი itechnics.ge არის დაცული „უსაფრთხოების სერტიფიკატით“ და მონაცემების გაცვლა ხდება დაშიფრული https არხით.
მიუხედავად ამისა შეგახსენებთ, ჩვენ არ შეგვიძლია ავიღოთ რაიმე სახის პასუხისმგებლობა ვებგვერდზე გაგზავნილ მონაცემებზე მესამე პირების მიერ არასანქცირებულ წვდომაზე ან/და ინფორმაციის დაზიანებაზე;
აქვე გაცნობებთ, რომ საიტი არ შეინახავს თქვენი ელექტრონული ბარათების მონაცემებს, რადგან თქვენ ბარათის მონაცემები შეგყავთ MBank-ის გვერდზე, რომელზეც საიტი გადამისამართებთ და რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ელექტრონულ გვერდს.
კომუნიკაცია:
ყველა სხვა დანარჩენი საკითხი რომელიც შეიძლება თქვენთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იყოს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ რათა მოვახდინოთ სწრაფი/ეფექტური მომსახურეობა:
შპს „აიტექნიკი“
ს/კ: 404900531
ტელ: 0322149090
მეილი: [email protected]
იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, პ.ქავთარაძის 1
ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი,უნივერსიტეტის 19
ჩვენი მისამართებია:
თბილისი:
ქავთარაძის N1 ს/ც სითი მოლი, მე-2 სართული
პეკინის N13
ჭავჭავაძის N34 ს/ც პიქსელი, 1-ლი სართული
ჭავჭავაძის #37, ს/ც Axis Towers
ბათუმი:
გორგილაძის N88, ბათუმი მოლი, მე-2 სართული
ქუთაისი:
შარტავას ქ. N2, ს/ც West Point