ჩაანაცვლებს თუ არა Apple Lightning პორტ USB-C პორტით?

14.04.2023

გაზიარება

მოგეხსენებათ ეფლი მუდმივად გვაოცებს თავისი ინოვაციებითა და სიახლეებით. როგორც ყოველთვის ახლაც არ უშვებს გამონაკლისს და აქტიურად განიხილავს iPhone-ში Lightning პორტის USB-C პორტით ჩანაცვლებას. 

დიდი ხანია რაც მიმდიარეობს დისკუსია ამ საკითხე, იქნება თუ არა ახალ აიფონში USB-C პორტი. სანდრო წყაროებს თუ დავუჯერებთ ეფლმა უკვე დაასრულა საბოლოო ტესტები და ახალ აიფონში სწორედ USB-C პორტს ვიხილავთ. 

 

ევროკავშირის რეგულაციებიდან გამომდინარე, ყველა ელექტრო მოწყობილობას, რომელიც იყიდება ბაზარზე უნდა იმუხტებოდეს უნივერსალური დამტენით. ამ შემთხვევაში იგულისხმება USB-C პორტი, რის გამოც ეფლი ვალდებული გახდა ახალი აიფონი შემოგვთავაზოს Lighnting პორტით


USB-C პორტი უკვე გვაქვს რამდენიმე ეფლის მოწყობილობაში, ასევე MacBook-სა და iPad-ში. საბოლოოდ, ამ ინფორმაციას უკვე სექტემბრის ღონისძიებაზე ვიხილავთ, როდესაც ეფლი წარადგენს ახალ iPhone 15-ის მოდელებს.