დიდი გარდასახვა: ახალი M3 ჩიპი საშიშად სწრაფი Mac გამოცდილებისთვის

31.10.2023

გაზიარება

1 წელიწადზე ნაკლებ დროში, Apple-მა Mac-ის განახლებული ვერსიები მეორედ შემოგვთავაზა და გაგვაფრთხილა კიდეც, რომ ეს საშიშად სწრაფი გარდასახვა იქნებოდა.

 

Apple-ის ისტორიაში და ინდუსტრიაში პირველად, M3 /  M3 Pro / M3 Max უსწრაფესი და ყველაზე მძლავრი ჩიპები შეიქმნა MacBook Pro 14’’ 16’’ მოდელებისთვის, რაც ჩვენს საყვარელ მოწყობილობებს მძლავრ სამუშაო იარაღად აქცევს ნებისმიერი რთულად შესასრულებელი ამოცანებისთვის, მათ შორის გეიმერებისთვისაც.

Როგორც Apple-ის პრეზენტაციაზე გაჟღერდა - “არასოდეს ყოფილა ამაზე უკეთესი დრო Mac-ის გამოსაცდელად”.

 

 

 

ახალი და ძლევამოსილი M3 ჩიპების ოჯახი: აკეთე ისე, როგორც არ შეუძლია სხვას

 

Როგორც Apple გვეუბნება, ეს არის საუკეთესო რამ, რაც კი აქამდე ინდუსტრიაში შექმნილა. ამჯერად, M3 ჩიპის უახლესი ტექნოლოგია ფართო სპექტრის მომხმარებლებისთვის შესაძლებელს ხდის ყველაზე რთულად და სწრაფად შესასრულებელი ამოცანები დაუჯერებელად მარტივი გავხადოთ.

 

M3 ჩიპის აშკარა უპირატესობები:

 

  • ფენომენალური სისწრაფე;
  • Liquid Retina XDR ეკრანი;
  • 20%-ით ნათელი SDR გამოსახულება;
  • ჩაშენებული 1080p კამერა;
  • ექვსი დინამიკის ხმის სისტემა;
  • 22 საათამდე ელემენტის ხანგრძლივობა ყველა მოდელზე;
  • 1000 nits მდგრადი და 1600 nits მაქსიმალური სიკაშკაშე HDR გამოსახულებისთვის;
  • MacBook Pro-ს M3 Max-ით შეუძლია მართოს 4 მაღალი გარჩევადობის გარე გარე ეკრანი;

 

Apple Silicon-მა სრულიად შეცვალა Mac ლეპტოპის გამოცდილება. აგებულების თითოეული ასპექტი განახლდა დაუჯერებლად ეფექტური შესრულებისთვის და უპრეცედენტო შესაძლებლობები, მძლავრ ელემენტთან ერთად, ერთ ძალიან პატარა ჩიპში მოაქცია.  Ჩიპების ახალი ოჯახი, ინოვაციური M3, M3 Pro, M3 Max 3 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით,  მსოფლიოში საუკეთესოა ისეთი პროფესიონალური მოწყობილობისთვის, როგორიცაა ჩვენი MacBook.

 

 

არა აქვს მნიშვნელობა, 3D ვიზუალებზე ვმუშაობთ თუ ანიმაციას ვქმნით, მუშაობისას ის Პროფესიონალური აპლიკაციებისთვის უზრუნველჰყობს 2.5 ჯერ სწრაფ რენდერის პროცესს, ვიდრე M1 ჩიპის შემთხვევაში და გვთავაზობს განსაცვიფრებლად გაუმჯობესებულ გამოცდილებას გრაფიკული ამოცანების შესასრულებად. Გარდა ამისა, შთამბეჭდავ რეალისტურ გარემოს ქმნის გეიმერებისთვის. ახალი GPU დიზაინი არის დიდი სიტყვა და ინოვაციური ქმნილება, რომელიც MacBook-ზე გრაფიკული სამუშაოების შესასრულებლად საერთოდ ახალ სტანდარტს შექმნის.

 

  • M3, M3 Pro და M3 Max ჩიპები აგებულია 3 ნანომეტრიანი ტექნოლოგიის გამოყენებით და გვთავაზობენ შემდეგი თაობის უფრო სწრაფ და ეფექტურ GPU-ს. მათ აქვთ "დინამიური ქეშირების" ტექნოლოგია, რაც იმას ნიშნავს, რომ GPU გამოყოფს ლოკალური მეხსიერების გამოყენებას აპარატურაში რეალურ დროში, რაც უზრუნველყოფს მხოლოდ მეხსიერების საჭირო რაოდენობის გამოყენებას თითოეული ამოცანისთვის;

  • CPU შესრულების თვალსაზრისით, M3 ჩიპი არის 30%-ზე სწრაფი, ვიდრე M1 ოჯახის ჩიპები. Რაც შეეხება Efficiency ხარისხს, M3 50%-ით გაუმჯობესებულია, ვიდრე M1 და 30%-ით უკეთესი ვიდრე M1 ჩიპი;

 

 

 

ცოტა მეტი დეტალი ტექნიკურ მახასითებლებზე:

 

Როგორც Apple განგვიმარტავს, 14 დიუმიანი M3 MacBook Pro 60%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე 13 დიუმიანი MacBook Pro M1 ჩიპით. Მომხმარებლებს, რომლებსაც დღის განმავლობაში Ძალიან დატვირთული სამუშაო პროცესის მართვა უწევთ, 14-დიუმიანი და 16-დიუმიანი M3 Pro MacBook Pro 40%-ით უფრო სწრაფად შეასრულებს მათ ამოცანებს, ვიდრე 16-დიუმიანი მოდელი M1 Pro ჩიპით.

 

Ხოლო 14 დიუმიანი და 16 დიუმიანი M3 Max MacBook Pro მოდელები გვთავაზობენ 2,5-ჯერ უფრო მეტ სისწრაფეს, ვიდრე 16 დიუმიანი MacBook Pro M1 Max-ით და 11-ჯერ უფრო სწრაფ შესრულებას, ვიდრე აქამდე ყველაზე სწრაფი Intel-ზე დაფუძნებული MacBook Pro.

 

  • Სტანდარტული M3 Pro 12-ბირთვიანი პროცესორითა და 18-ბირთვიანი GPU-ით 40%-მდე უფრო სწრაფია და ოპერატიული მეხსიერება 48 გბ-მდე გაიზარდა;

  • M3 Max იყენებს 16 ბირთვიან პროცესორს, 40 ბირთვიან GPU-ს და 128 გბ-მდე მეხსიერებას;

 

  • შესაბამისად, M3, M3 Pro და M3 Max ჩიპები მხარს უჭერენ 24 GB, 36 GB და 128 GB ერთიან მეხსიერებას;

 

  • გაფართოებული მედია ტექნიკის ძრავა H.264, HEVC, ProRes და ProRes RAW და AV1 მხარდაჭერით (გამოიყენება YouTube, Netflix და სხვა სერვისების მიერ).

 

 

გარდა შიდა განახლებებისა, MacBook Pro-ს სერიაში ახალი და განსაცვიფრებელი ფერი Space Black გამოჩნდა, რომელიც მხოლოდ M3 Pro და M3 Max ჩიპის მქონე მოდელებშია ხელმისაწვდომი.

 

Როგორც Apple ამბობს, ახალი ფერის ზედაპირზე მნიშვნელოვნად შემცირებულია თითის ანაბეჭდების ხილვადობა, რაც მას უფრო პრაქტიკულს გახდის. Ის დამზადებულია 100%-ით ალუმინისგან და გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობით.

 

M3 Pro და M3 Max მოდელებს ვიხილავთ ასევე ვერცხლისფერში, ხოლო 14 დიუმიანი M3 მოდელი ვერცხლისფერსა და Space Gray ფერებში იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

 

iMac-ის ისტორიული ნახტომი M1-დან M3-მდე

Როგორც ვვარაუდობდით, ახალი უსწრაფესი M3 ჩიპი უკვე 24 დიუმიან iMac-შიც გვექნება, რაც წარმოუდგენლად დიდი გარდასახვაა M1 ჩიპის დებიუტის შემდეგ. საგრძნობლად დიდი განსხვავება შესამჩნევი იქნება მისი მუშაობის სისწრაფესა და ფუნქციებში.

  • 2-ჯერ უფრო სწრაფი ვიდრე iMac‌ M1-ით;
  • 27 დიუმიან მოდელზე 2,5-ჯერ სწრაფი;
  • 21,5 დიუმიან iMac-თან შედარებით, 4,5-ჯერ უფრო სწრაფი;
  • 5 ან 27 დიუმიანი iMac-თან შედარებით, M3 24 დიუმიანი 4.5K Retina ეკრანი ფაქტობრივად, სრულყოფილი განახლება;
  • Wi-Fi 6E და Bluetooth 5.3.

iMac ინარჩუნებს იგივე წარმოუდგენლად თხელ დიზაინსა და 7 გასაოცარ ფერს ამჯერად, ახალი Wallpaper-ებით.

 

„ეს ღრმა ინტეგრაცია არის ის, რაც მხოლოდ Apple-ს შეუძლია”.