განახლებული iPad 10.9 და 4 საოცარი ფერი

25.10.2022

გაზიარება

Apple-მა წარმოადგინა ახალი მე-10 თაობის iPad რომელშიც ვხვდებით ბევრ გაუმჯობესებულ ფუნქციას წინა თაობის მოდელთან შედარებით. მათ შორისაა A14 Bionic ჩიპი, ახალი USB-C პორტი, უფრო დიდი 10.9 დიუმიანი დისპლეი, სრულიად ახალი დიზაინი, კორპუსის ნათელი ფერები, უფრო მაღალი ხარისხის 12 მეგაპიქსელიანი უკანა კამერა და სხვა.  iPad არის Apple-ის ყველაზე ხელმისაწვდომი და ყველაზე პოპულარული ტაბლეტი.

 

 

ეკრანის დიზაინი

 

მე-10 თაობის iPad იყენებს iPad mini-ისა და iPad Air-ის კვადრატული დისპლეის დიზაინს და გამოდის Silver, Blue, Pink, და Yellow ფერებში. Home ღილაკის ნაცვლად, Touch ID გადადის iPad-ის ზედა ღილაკზე, ისევე როგორც iPad Air-ზეა, ხოლო წინა კამერა პირველად iPad-ის ისტორიაში, გადადის მოწყობილობის ლანდშაფტის კიდეზე. გთავაზობთ 10,9 დიუმიან Liquid Retina ეკრანს 2360 x 1640 პიქსელის გარჩევადობით, 500 ნიტი სიკაშკაშით და True Tone ტექნოლოგიით.

 

 

A14 Bionic

 

ტაბლეტს ახლა აქვს Apple-ის A14 Bionic ჩიპი, რომელიც პირველად დაინერგა მეოთხე თაობის iPad Air-ში და დაახლოებით 20 პროცენტით უფრო სწრაფია ვიდრე A13 ჩიპი რომელიც მე-9-ე თაობის iPad-ში იყო.

 

 

კამერა

 

Apple-მა iPad-ს დაამატა განახლებული 12 მეგაპიქსელიანი Wide კამერა. აქვს ƒ/1.8 დიაფრაგმა, Smart HDR 3 მხარდაჭერა, Burst რეჟიმი, Live Photos სტაბილიზაციით, ავტოფოკუსი Focus Pixels-ით, ფართო ფერის გადაღება, ექსპოზიციის კონტროლი, ავტომატური გამოსახულების სტაბილიზაცია, ხმაურის შემცირება და სხვა.

 

კამერას აქვს 4K ვიდეოს გადაღების მხარდაჭერა და Slow Motion ვიდეო.  ასევე შეუძლია ჩაწეროს 1080p ხარისხით კადრები. გააჩნია ავტოფოკუსის ფუნქცია, კინემატოგრაფიულ ვიდეოს სტაბილიზაცია და 4K ვიდეოს ჩაწერისას 8 მეგაპიქსელიანი ფოტოების გადაღების შესაძლებლობა.

 

მიუხედავად იმისა, რომ iPad Air-ში არ არსებობს TrueDepth კამერის სისტემა Face ID-ის მხარდასაჭერად, სამაგიეროდ არის 12 მეგაპიქსელიანი Ultra Wide წინა კამერა 122 გრადუსიანი ხედვის კუთხით და ƒ/2.4 დიაფრაგმით. კამერა აქვს Center Stage ტექნოლოგია, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლები ვიდეო ზარების დროს სრულად დარჩნენ ეკრანზე ფოკუსში. უფრო ფართო ხედვის არეალით, კამერას შეუძლია გაადიდოს სათანადოდ და თვალყური ადევნოს ადამიანებს ოთახში გადაადგილებისას.

 

როდესაც სხვა ადამიანები უერთდებიან ზარს, კამერას შეუძლია მათი ამოცნობა და გამოსახულება ეკრანზე ავტომატურად შემცირდება რათა ყველა მონაწილე კარგად ჩანდეს. Center Stage განკუთვნილია FaceTime-სთვის, მაგრამ ის ასევე მუშაობს სხვა ვიდეო აპლიკაციებთან, როგორიცაა Zoom და Skype.

 

კამერა განლაგებულია iPad-ის გვერდზე ისე, რომ იგი ვერტიკალურად იყოს ლანდშაფტის ორიენტაციისას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Apple-მა გამოიყენა კამერის ეს ორიენტაცია.

 

 

Wi-Fi 6, 5G, ელემენტი

 

უკეთესი კავშირისთვის ვხვდებით Wi-Fi 6-ის მხარდაჭერას, რომელიც 30 პროცენტით სწრაფია წინა თაობასთან შედარებით. 

 

ფიჭური 5G მოდელები iPad-ის მაქსიმალურ სიჩქარეს 3,5 გბ/წმ-მდე ზრდის. ეს კი ამარტივებს წვდომას კომუნიკაციაზე.  

 

რაც შეეხება მუშაობის ხანგრძლივობას, iPad აღჭურვილია 28,6 ვატ-საათიანი ლითიუმ-პოლიმერული ელემენტით, რომელიც უფრო მცირეა, ვიდრე მეცხრე თაობის iPad-ში, მაგრამ აქვს 10 საათამდე მუშაობის ხანგრძლივობა.  

 

 

iPad-ების ყიდვა, ყველაზე მისაღებ ფასად შესაძლებელია iTechnics-ში.